სოკოს წვნიანი წითელი ღვინით

02 სექ 2021 |

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც ვხედავ ქამა სოკოს, მომენტალურად სოკოს წვნიანზე მეფიქრება. ეს არის კერძი, რომლის მომზადებაც არასდროს მბეზრდება,(არც მეზარება) და თავისი მდიდარი არომატით და სითბოთი მიქმნის საოცარ კომფორტს. რადგან არომატი ვახსენე, გეტყვით, რომ ამ რეცეპტში წითელ ღვინოს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება. ასე რომ, გემრიელად შეეგებეთ შემოდგომას!


food4.Ge ახალ სეზონს იწყებს და მადლობა თქვენ ერთგულებისთვის!

ინგრედიენტები

მომზადება

წვნიანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ დიდი ქვაბი. გაადნეთ კარაქი, მოასხით ზეთი და მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. ამის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი(გარეცხილი) ქამა სოკო და დაელოდეთ. დაახლოებით 10 წუთში შენიშნავთ, რომ სოკო მოცულობაში დაპატარავდება და გაუშვებს წვენს. პერიოდულად მოურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი ბეგქონდარა და ცოტა ხანში მოასხით წითელი ღვინო. 2-3 წუთის შემდეგ მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ და ნახავთ, რომ მასა შეიკრა.

ამის შემდეგ ვამატებთ ბულიონს, ან წყალს (ბულიონი თუ გაქვთ, უკეთესია) და ვაყრით პილპილს და მარილს გემოვნებით.


10-15 წუთი ვაჩერებთ საშუალო ცეცხლზე და ბოლოს ვამატებთ რძეს, ან ნაღებს. ველოდებით კიდევ 5 წუთი. ბოლოს ვაბლენდერებთ მთლიან მასას (მთლიანი სკოები გასაფორმებლად შეგიძლიათ გადმოიღოთ).


მოაყარეთ ქინძი და ბეგქონდარა და გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.