სპაგეტი ბადრიჯანით

28 ივლ 2021 |

დიახ, რატომაც არა, ბადრიჯანი პასტაში! თუმცა, რაღა თქმა უნდა, პომიდორს ვერ ვაწყენინებდით და ისიც საპატიო ადგილს იკავებს ამ უგემრიელეს კერძში. ზაფხულის ცოცხალი გემოებით სავსე სადილი გვჯერა, რომ მთელ ოჯახს (ან მხოლოდ თქვენ:)) გასიამოვნებთ. რა ჯობია როდესაც საყვარელ ინგრედიენტებს, განხვავებულ რეცეპტში გააერთიანებთ!

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით სიგრძეზე ბადრიჯანი და გაჭერით შუაში. მოასხით დიდ ტაფაზე ზეთი, მოთუშეთ ბადრიჯანი და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.

პარალელუღრად მოხარშეთ სპაგეტი 10-12 წუთი მარილიან წყალში.

დაამატეთ ოდნავ ზეთი ბადრიჯნიან ტაფაში და მოთუშეთ კარგად ნიორი და ცოტა ხანში დაამატეთ ჯუბებად დაჭრილი პომიდორი. მოაყარეთ ორეგანო და ოდნავ მარილი. დაუმატეთ პომიდორს ბადრიჯანი, და ბოლოს ტაფაში მოათავსეთ სპაგეტი და კარგად აურიეთ. კერძი მზადაა! სერვირების დროს მოაყარეთ ბაზილიკი და სურვილისამებრ პარმეზანი!

გემრიელად მიირთვით!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.