სპაგეტი ბოლონეზე
2 თვიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით food4.ge-ზე ჩემი საყვარელი კერძით - სპაგეტი ბოლონეზე! ეს არის უგემრიელესი სადილი, რომლის სოუსიც შეგილიათ დიდი რაოდენობით გააკეთოთ და მარაგად აქციოთ - რადგან ბოლონეზეს სოუსი შეგიძლიათ გაყინოთ და თავისუფლად გამოიყენოთ მომდევნო დღეებში. მე სულ ასე ვიქცევი და ამით მარტივად ვჭრი დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ მთავარ პრობლემას - რა მოვამზადო :)
ინგრედიენტები
მომზადება
ბოლონეზეს მზადებისაას მე ყოველთვის ვიცავ მიმდევრობას.
პირველ რიგში წვრილად და თანაბრად ვჭრი ხახვს, სტაფილოს და ნიახურის ღეროს.
ვახურებ დიდ ტაფას და ვასხამ სიმინდის ზეთს, ვიწყებ ბოსტნეულის მოთუშვას. დაახლოებით 10-12 წუთი. შემდეგ ბოსტნეულს ვამატებ ფარშს და აქედან უკვე იწყება ცოტა დამღლელი სამუშაო - ხორცს სულ უნდა ვურიოთ! პირველ რიგში, თუ ფარში არის შეკრული, ხის კოვზით კარგად უნდ განვაცალკევოთ, რომ თანაბრად მომზადდეს. როგორც კი ფარში გაღიავდება და შემდეგ მოყავისფრო გახდება, ვამატებ ღვინოს, ვაგრძელებ მორევას. როცა ღვინო აორთქლდება, ვამატებ ნაღებს და ვურევ კიდევ 5 წუთი. შემდეგ ტომატ პასტას ვხსნი ადუღებულ წყალში და ვამატებ ჩემს მასას. კიდევ ვურევ 5-10 წუთი და ახლა უკვე ვამატებ ვორჩესტერის სოუსს. 10 წვეთი საკმარისია. და ბოლოს ჩემს მასაში ვუშვებ დაქუცმაცებულ პომიდორს.
სოუსის მოსამზადებლად 20-25 წუთი საკმარისია. ამ დროს აღარაა აუცილებელი მორევა. მხოლოდ ყოველ 5 წუთში მიაქციეთ ყურადღება.
შემდეგ ვხარშავ პასტას, ვურევ ხორცის სოუსში და ჩემი სადილი უკვე მზადაა გადმოსაღებად.
ბოლოს ზემოდან ვახეხავ პარმეზანს. ამაზე გემრიელი ცოტა რამ მეგულება დედამიწაზე :)