სპაგეტი ლიმონის ცედრით
როგორ გავიფერადოთ ზამთარი 20 წუთში
ეს ის შემთხევაა, როდესაც ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად ინგრედიენტები სახლში სულ მოიძებნება, განსაკუთებით ზამთარში. დამიჯერეთ, კრემოვანი სოუსი ლიმონის ცედრასთან ერთად სასიამოვნოდ გაკვირვებულს დაგტოვებთ. დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს რა ჯობია სწრაფად და მარტივად მომზადებულ ყვითელი ფერის სპაგეტის?
ინგრედიენტები
მომზადება
საშუალო ზომის ქვაბში აადუღეთ წყალი, მოაყარეთ ცოტა მარილი და 8-10 წუთი მოხარშეთ სპაგეტი. გადაწურეთ, თუმცა!!! ვიდრე ადუღებულ წყალს გადააქცევთ, აუცილებლად შეინახეთ 2 ჭიქა (მნიშვნელოვანია!!!). მოხარშული სპაგეტი ცოტა ხანი ცალკე ჯამში გადადეთ. ქვაბში კი გაადნეთ კარაქი და შეურიეთ 2 ლიმონისგან მიღებული ცედრა და გახეხილი ყველი პარმეზანი. გამორთეთ ცეცხლი, ლიმონის სოუსს დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი და 1/2 ჭიქა გადახული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთს. იმ შემთხვავში, თუ კერძი მშრალი იქნება, დაუმატეთ მეტი წყალი. სერვირების დროს მოაყარეთ პილპილი და მიირთვით მომზადებისთანავე!