სპაგეტი თინუსით
არის ხოლმე დღეები, როდესაც საღამოსთვის განსაკუთრებული კერძის მომზადების სურვილი მიჩნდება ხოლმე, განსაკუთებული ადამიანისთვის რა თქმა უნდა :). რომანტიული ვახშამი სახლში - ყოველთვის დადებითად ისახება ურთიერთობაზე, თან მით უმეტეს თუ უცხო გემოს სთავაზობ მეორე ნახევარს. თინუსის სპაგეტიც იმ ერთ-ერთი კერძთაგანია, რომელის მირთმევის შემდეგ კომპლიმენტების გარეშე ნამდვილად არ დარჩებით.
ინგრედიენტები
მომზადება
აადუღეთი დიდი ქვაბი და მოხარშეთ სპაგეტი 10-12 წუთი. მოხარშვის შემდეგ შემოინახეთ ერთი ჭიქა წყალი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშრალი გამოვიდა კერძი, უფრო წვნიანი გახადოთ.
პატარა ჯამში ჩაყარეთ ნიგოზი და 2 წუთი დატოვეთ, ვიდრე არ გახდება ოქროსფერი. შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ნიორი და დაელოდეთ კიდევ 2 წუთი, ვიდრე ნიორი არ მოითუშება. გადმოდგით შემდეგ ქვაბი და დაუმატეთ ზეთისგან დაცლილი თინუსი, დაჭრილი ბაზილიკი და ლიმონის ცედრა. მოურიეთ, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და თუ საჭიროა, ოდნავ დაუმატეთ მოხარშული წყალი. მარილი და პილპილი რა თქმა უნდა გემოვნებით.
მოაყარეთ სერვირების დროს ისევ პარმეზანი და ბაზილიკის ფოთლები. რომანტუკულ საღამოს გისურვებთ :)