სტაფილოს და გოგრის წვნიანი

07 ოქტ 2021 |

შემოდგომაზე განსაკუთრებით ველოდები ხოლმე ქუჩაში მაღაზიის დახლებზე ლამაზად ჩამწკრივებულ გოგრებს. ნამდვილი შემოდგომა ჩემთვის ოქტომებრია - თავისი ყურძნით, გოგრით, ვაშლებით თუ სხვა ხოლ-ბოსტნეულით. ამიტომ ისე, როგორც შარშან, ოქტომბერში ბევრი რეცეპტი გელოდებათ, რომლის მთავარი ინგრედიენტი იქნება გოგრა. ამჯერად წვნიანზე შევაჩერე აქცენტი და გპირდებით, რომ ყველაზე ანტიგოგრისტებსაც (ახალი ტერმინია:)) შეგაყვარებთ თავს. გაითვალისწინეთ, რომ ამ წვნიანში სტაფილოსთან და გოგრასთან ერთად გადამწყვეტ როლს სუნელები თამაშობენ.

გემრიელი შემოდგომა!

ინგრედიენტები

მომზადება

საშუალო ზომის ქვაბში მოასხით მცენარეული ზეთი, მოთუშეთ ხახვი და ნიორი და დაუმატეთ დაჭრილი სტაფილო. როდესაც ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ სუნელები, ბეგქონდარა და მოურიეთ. შემდეგ ჩაასხით 1 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი (სასურველია, ან ადუღებული წყალი) და დაელოდეთ ვიდრე სტაფილო კარგად არ დარბილდება.


რაც შეეხევა გოგრას - გამომცხვარი გოგრა დააბლენდერეთ და მიიღებთ გოგრის პიურეს.


მოათავსეთ სტაფილო თავის სითხესთან ერთად ბლენდერში, დაუმატეთ გოგრის პიურე და დააბლენდერეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. თუკი სქელი გამოგივათ, დაუმატეთ წყალი.

საბოლოოდ, ჩაასხით წვნიანი ისევ ქვაბში და წამოადუღეთ. თქვენი გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი.


სერვირების დროს მოაყარეთ გოგრის თესლი, ან მზესუმზირა და ქინძი.


გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.