სტაფილოს ნამცხვარი
ვიცი როგორ გიყვართ ,,იდეალი", ,,შუ", ,,ეკლერი", ვაშლის ნამცხვარი...მეც მიყვარს! თან ძალიან. მაგრამ, მოდით, შეიტანეთ თქვენი სახლის დესერტის მენიუში რაიმე ახალი. მგონი დროა! მე გთავაზობთ სტაფილოს ნამცხვარს! მომზადების პროცესში ის ჯერ სურნელით გაგაბრუებთ, შემდეგ კი - გემოთი.
ინგრედიენტები
ცომისთვის
კრემისთვის
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზზე.
დაიწყეთ ცომის მომზადება:პირველ რიგში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები(ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი, დარიჩინი), მეორე ჯამში მიქსერით 3-4 წუთი შეათქვიფეთ ერთმანეთს კარაქი და შაქარი და დაუმატეთ 2 კვერცხი. მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ, და ბოლოს სტაფილოს დროა! გადაიტანეთ ცომი თუნუქის საცხობ მრგვალ ფირფიტაზე და 30-35 წუთში ბისკვიტი მზად იქნება.
რაც შეეხება კრემს: ყველის კრემი და კარაქი 2-3 წუთი კარგად გათქვიფეთ სანამ არ მიიღებთ ფაფუკ მასას და ნელ-ნელა შეურიეთ შაქრის ფხვნილი, ბოლოს კი მოასხით ვანილის ექსტრაქტი და ცოტა მარილი.
გადაუსვით კრემი ბისკვიტს ზემოდან და სურვილისამებრ მორთეთ, გამოიყენეთ დაჭრილი სტაფილო და ნიგოზი.
პ.ს. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ნამცხვარი უფრო მაღალი იყოს, გამოაცხვეთ ბისკვიტის მეორე ფენა და შესაბამისად მოამზადეთ ორმაგი რაოდენობის კრემი. გემრიელად მიირთვით!