სტაფილოს წვნიანი

03 ოქტ 2019 |

თქვენ ფიქრობთ რომ გემრიელი სადილი განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს?! დამიჯერეთ არა! მიყევით რეცეპტს და ამაში თავად დარწმუნდებით. მჯერა სტაფილოს წვნიანი თქვენი და თქვენი შვილის საყვარელი სადილი გახდება. მე ამ წვნიანის ფერიც კი მათბობს და კარგ განწყობას მიქმნის.

ინგრედიენტები

მომზადება

თავდაპირვლად ინგრედიენტები გავამზადოთ, ბოსტნეული გავთალოთ და გავრეცხოთ. ყველაფერი უნდა დავჭრათ: ხახვი და ნიორი, სტაფილო შეგიძლიათ დაჭრათ მრგვალად ან კუბებად. ასევე კარტოფილიც. ნელ ცეცხლზე დავდგათ ქვაბი, ჩავაგდოთ კარაქი, შემდეგ დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოვთუშოთ 1 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში. ბოლოს დავასხათ 3 ჭიქა წყალი და დაველოდოთ ბოსტნეულის მოხარშვას. როცა სტაფილო და კარტოფილი კარგად დარბილდება, გადმოიტანეთ ბლენდერში და კარგად დააბლენდერეთ. არ დაგავიწყდეთ მარილი გემოვნებით. თუ კერძს მოზარდისთვის ან თქვენთვის ამზადებთ შეგიძლიათ დაუმატოთ ძირა და დაფქვილი წიწაკა (1/4 ჩ/კ გემოვნებით). მზის ფერი წვნიანი მზად არის !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.