სტაფილოსფერი ჰუმუსი

30 სექ 2021 |

კლასიკური ჰუმუსი რომ ჩვენი ფავორიტი ხემსია ალბათ კარგად იცით, ამიტომ მეტი მრავალფეროვნებისთვის სხვადასხვა ბოსტნეულით ვახალისებთ ხოლმე. ავოკადოთან ერთად უკვე ვცადეთ, ახლა შემწვარი წითელი წიწაკის დროა! კრემოვანი სტრუქტურის, არომატებით სავსე, საოცრად მიმზიდველი ფერის - სტაფილოსფერი ჰუმუსი აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი წასახემსებელი, თან როგორ უხდება შემოდგომას!


ინგრედიენტები

მომზადება

მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და დაელოდეთ ვიდრე არ მიიღებთ ერთგვაროვან სტრუქტურას. წყალი ბოლომდე არ დაასხათ, თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ ჰუმუსის ტექსტურა.


რაც შეეხება წიწაკას: გაჭერით შუაზე, მოაცალეთ თესლი, თუნუქის ფირფიტაზე მოასხით ოდნავ ზეთი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზედაახლოებით 20 წუთი. მოაცალეთ კანი და ისე შეურიეთ ჰუმუსის ინგრედიენტებს.


მიირთვით ბოსტნეულთან, სენდვიჩთან, პიტა პურთან ერთად და ისიამოვნეთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.