ტაკო ბეკონით და ქათმით

05 მაი 2021 |

5 მაისს CINCO DE MAYO, ანუ მექსიკელების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, რომელიც 1862 წელს მექსიკის არმიის მიერ საფრანგეთზე გამარჯვების ნიშნად აღინიშნება. მექსიკაში არ ვიცი, მაგრამ კარგად ვიცი როგორ უყვართ ეს დღე ამერიკაში: ბევრი მარგარიტა, ტაკოები, გვაკამოლები და ძალიან მხიარული განწყობა. როგორ შეიძლება ამ უგემრიელესი კერძების ფონზე ცუდ ხასიათზე იყო? მიყვარს ეს დღე, ამერიკაში ცხოვრების პერიოდში მეგობრებთან ერთად ყოველთვის ვიკრიბებოდით და ფანტასტიკურად ვატარებდით დროს. ეს ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიე და ჩემს სახლში ვუმასპინძლე მექსიკურ კერძებზე ახლობელ ადამიანებს, შთაბეჭდილება ნამდვილად მოვახდინე, ასე რომ თქვენც გირჩევთ მოამზადოთ განსხვავებული და გაიხალისოთ მზიანი დღეები, მით უმეტეს ამ ჩაკეტილობის და გაურკვევლობის ფონზე. მოკლედ, მაისს ვუძღვნით მექსიკურ სამზარეულოს და დაელოდეთ ახალ-ახალ მექსიკურ კერძებს food4.ge-ზე ! VIVA MEXICA!

ინგრედიენტები

ტაკოს სუნელი:

მომზადება

ტაკოს მომზადებას ვიწყებთ სალათით: გახეხილ კომბოსტოს მოასხით ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი, დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

ტორტიას გადაუსვით პომიდვრის პესტო, შემდეგ დაუმატეთ გრილზე მომზადებული ქათამი, რომელიც კიდევ უფრო გემრიელს ხდის ტაკოს სუნელი, შემწვარი ბეკონი, კომბოსტოს სალათა, დაჭრილი ავოკადო და გახეხილი ყველი. მოკლედ, ესაა ერთ-ერთი უგემრიელესი ტაკო, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს!


პ.ს ტორტიას (ტაკოს პურის) შეძენა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი საქართველოში, ასე რომ, დაიგეგმეთ ხვალისთვის!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.