ტარტი ბეზეს კრემით

23 დეკ 2021 |

ინგრედიენტები

ცომისთვის:

კრემისთვის:

მომზადება

დაჭერით კარაქი კუბებად, დაუმატეთ ფქვილი და შაქარი და ხელით ან ჩოპერით კარგად შეურიეთ ერთმანეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული. თუ მასა გამოვიდა მშრალი, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს/კ წყალი. კიდევ კარგად გადაზილეთ ცომი და შესანახ პარკში შეფუთეთ.მოათავსეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათი.
გადაანაწილეთ ცომი ტარტის ფორმაში, დაჩხვილეთ ჩანგლით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.

რაც შეეხება კრემს: მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, რომ მიიღოთ ღრუბელივით მასა. პრალელურად პატარა სოუსის ქვაბში მოათავსეთ შაქარი და დაასხით წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე. შაქრის სიროფი ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხის ცილას და გააგრძელეთ გათქვეფა. ბოლოს ისეთი მასა უნდა მიიღოთ, რომ ჯამის ამოყირავების შემთხვევაში არ გადმოიღვაროს.

გაგრილებულ ტარტის ფორმაზე ჯერ მოთავსეთ ჯემი და შემდეგ მორთეთ ბეზეს კრემით.

გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.