თეთრი ლობიო პარმეზანით
მოინიშნეთ ეს რეცეპტი თქვენს მეხსიერებაში და როდესაც საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას დღეს რა გავაკეთო? - გამოსავალს უფრო მარტივად მოძებნით. საყიდლებზე წასულმა კი მეტი მრავალფეროვნებისთვის ცოტა თეთრი ლობიოც შეიძინეთ. ამ კერძის დაგემოვნების დროს აღმოვაჩინე რომ ლობიოს როზმარინი და ყველი ისევე უხდება როგორც მაგალითად ჭადი. ჩემი აზრით ეს კერძი თქვენი შვილის კვების რაციონშიც საპატიო ადგილს დაიკავებს.
ინგრედიენტები
მომზადება
დაასხით 1 ჭიქა ლობიოს 3-4 ჭიქა წყალი და მოხარშეთ. თუ ხარშვის პროცესში წყალმა დაიშრო შეგიძლიათ დაამატოთ. პარალელურად ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი როზმარინი და ქონდარი. რამდენიმე ფოთოლი როზმარინი საკმარისა. ისე რომ დაჭრილი ნახევარი ჩაის კოვზი გამოვიდეს. თუ განსაკუთრებით გიყვართ მისი არომატი შეგიძლიათ ცოტა დაამატოთ. ლობიოს მარცვალი კარგად რომ მოიხარშება და დარბილდება ნახარშ წყალთან ერთად გადმოიტანეთ ბლენდერში. კარგად დააბლენდერეთ და დაუმატოთ ტაფაზე მოთუშული ინგრედიენტები. თუ ფიქრობთ, რომ კრემ-წვნიანი ცოტა სქელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღებული წყალი. ბოლოს შეურიეთ გახეხილი პარმეზანი და მარილი გემოვნებით. თეთრი ლობიოს კრემ-წვნიანი პარმეზანით და როზმარინით მზად არის!