თეთრი ლობიოს მაფინები შოკოლადით
ეს მაფინები ზუსტად ისეთივე გემრიელია, რამდენადაც დაუჯერებელია მისი სახელი. წლების წინ რომ ვინმეს ეთქვა ლობიოს შოკოლადი შეურიეო ყველაზე არასერიოზულ წინადადებად მივიღებდი, მაგრამ ახლა ექსპერიმენტები ჩვენი გამოწვევაა, მითუმეტეს როცა მიზანი სასარგებლო კერძის მიღებაა. ამ რეცეპტით ბავშვების საყვარელ შოკოლადის მაფინებს პროტეინებით სავსე ულუფად აქცევთ.
ინგრედიენტები
მომზადება
კარგად მოხარშეთ ლობიო, გირჩევთ პირველი ნახარში წყალი გამოცვალოთ. ამის შემდეგ კი ყველა ინგრედიენტი უბრალოდ მოათავსეთ ბლენდერში და კარგად შეურიეთ. თუ ფიქრობთ რომ თქვენი ბლენდერი კარგად ვერ მოერევა ყველაფერს ერთად, მაშინ ჯერ ლობიო და კვერცხი დააბლენდერეთ. აქ მთავარია ლობიო გახდეს ერთიანი მასის ნაწილი. ბოლოს კი კოვზით შეურიეთ შოკოლადის ნატეხები ან ფორმაში მოთავსების დროს გაანაწილეთ. შოკოლადის ნატეხები არ გამოტოვოთ, ეს კიდევ უფრო "მიმზიდველს" გახდის მაფინებს და ყველანაირ გემოს (ლობიოს) საბოლოოდ გააქრობს. შემდეგ ჩაატარეთ ექსპერიმენტი: გაასინჯეთ მეგობრებს და თუ მიხვდებიან რისი მაფინებია.