თინუსის სალათა/სენდვიჩი სახლში მომზადებული მაიონეზით

30 ივლ 2020 |

ზაფხულში მაქსიმალურად ვცდილობ შევზღუდო ხორცი და ეს პროდუქტი ჩავანაცვლო თევზით. ხშირად ვამზადებ თინუსის სალათა/სენდვიჩს, რომელიც ვფიქრობ ლანჩის პერიოდში საუკეთესო გადაწყვეტილებაა: მზადდება სწრაფად, მარტივად; და რაც მთავარია - ვიღებ ისეთ სასაგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: პროტეინი, ომეგა 3, სელენიუმი და სხვა. განსაკუთრებით მომწონს დარდანელის თინუსი კონსერვის სახით, რომელიც ,,ევროპროდუქტის" სუპერმარკეტების ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.

ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც მარკეტში არ ვყიდულობ ესაა - მაიონეზი. Food4.ge არ ღალატობს თავის პრინციპებს და ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამიტომ ისეთ პროდუქტს, როგორიც მაიონეზია, ყოველთვის სახლში ვამზადებთ. იგივეს გირჩევთ თქვენც!


ვიდეოს სანახავად შედით ჩვენს instagram-ზე - food.4.ge და facebook-ზე - Food4ge

ინგრედიენტები

სახლში მომზადებული მაიონეზი:

მომზადება

დარდანელის თინუსის კონსერვისგან გადმოაქციეთ ზედმეტი სითხე და თინუსის ნაჭრები მოათავსეთ ღრმა ჯამში. ამის შემდეგ დაუმატეთ დიჟონის მდოგვი, დაჭრილი მწვანილი,და მაიონეზი.


როგორ მოვამზადოთ მაიონეზი სახლის პირობებში?

ხელის ბლენდერის მაღალ ჭიქაში ჯერ მოათავსეთ კვერცხი, ძმარი, ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, მარილი და ბოლოს ზეითუნის ზეთი. დაასვენეთ 2 წუთი. ამის შემდეგ ბლენდერის ჭიქის თავი ძირზე მოათავსეთ და დაახლოებით 15 წამი დააბლენდერეთ, 15 წამის შემდეგ კი დაიწყეთ ბლენდერის მოძრაობა და დაელოდეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ფაფუკ, სქელ მასას - მაიონეზს.


თინუსის სალათისთვის ჯამში მოთავსებული ინგრედიენტები ფრთხილად მოურიეთ და ის მზადაა!


სურვილისამებრ მოამზადეთ სენდვიჩები.


გემირელად მიირთვით და გაუზიარეთ საყვარელ ადამიანებს!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.