ტირამისუ

24 ნოე 2019 |

ტირამისუს მომზადება მთელი სიამოვნებაა. მით უმეტეს, რომ არ გიწევს ღუმელთან ტრიალი და იმაზე ნერვიულობა, როგორი გამოვა ნამცხვრის ბისკვიტი. განსაკუთრებით მიყვარს ,,ტირამისუს" მომზადება მაშინ, როდესაც სტუმრები მოდიან. მიყვარს მათი ბედნიერების შეძახილები, როდესაც ხედავენ რა არის დესერტად. ,,ტირამისუ" ამართლებს თავის სახელს - ,,ამიტაცე"! ეს უგემრიელესი იტალიური დესერტი სამ საუკუნეზე მეტია ატაცებული აქვს მთელ მსოფლიოს. და მე თქვენ გეტყვით - აიტაცეთ ეს რეცეპტი და ისიამოვნეთ!


ინგრედიენტები

შაქრის სიროფი

მომზადება

ტირამისუს მომზადებას ვიწყებ კვერცის ცილის და გულების გაცალკევებით. ზოგადად, ,,ტირამისუს" კრემში კვერცხი თერმულად არ მუშავდება; მაგრამ მე მიყვარს თავის დაზღვევა და გთავაზობთ საინტერესო მეთოდს, თუ როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე შანსი, რომ უმი კვერცხისგან სალმონელას ბაქტერია არ მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში.

მოამზადეთ ორი ჯამი: ერთში მოათავსეთ კვერცხის ცილა, მეორეში გულები. მიქსერის დახმარებით დაიწყეთ ცილის გათქვეფა. როდესაც მიიღებთ თეთრ მასას, რომელიც გადმოყირავებული ჯამიდან არ გადმოვარდება, დაიწყეთ სიროფის მომზადება. 3-4 წუთში შაქარი დადნება, ერთი წამოდუღება და გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელი სიროფი ნელ-ნელა შეურიეთ ბეზეს მასას, სწორედ ასე მოახდენთ ცილის პარსერიზაციას.

იგივე პრინციპით ვმოქმედებთ კვერცხის გულებთან. გათქვიფეთ რამდენიმე წამი კვერცხის გულები და შეურიეთ ცხელი სიროფი. ამის შემდეგ დაუმატეთ მასკარონე და კარგად შეათქვიფეთ.

ნაღების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მესამე ჯამი. ნაღები გათქვიფეთ ისე, რომ ქარაქად არ გადაიქცეს და მიქსერით შეურიეთ მასკარპონეს და კვერცხის გულების მიქსს. და ბოლოს, გადადეთ მიქსერი გვერდზე და კვერცხის ცილა ნელ-ნელა შეურიეთ კრემის მასას სილიკონის ან ხის ჯოხის დახმარებით ფრთხილად და ჰაეროვნად. ,,ტირამისუს" კრემი მზადაა.

ესპრესო და კონიაკი ერთ გაშლილ ჯამში მოათავსეთ, დაამატეთ ვანილი და სათითაოდ გაჟღინთეთ სავოიარდის ორცხობილები და მოათავსეთ ჭურჭელში. მე მიყვარს როდესაც ორცხობილების ორივე მხარეს ოდნავ ვახებ ყავას და ძალიან არ ვასველებ.

ჭურჭელში ჯერ ვდებ ორცხობილებს, შემდეგ ვუსვამ კრემს და ასე ვაკეთებ ორ ფენას. ბოლოს კი კრემზე მოვაბნევ კაკაოს და მინიმუმ 3-4 საათი ვაჩერებ მაცივარში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.