ტკბილი კარტოფილის წვნიანი
ტკბილი კარტოფილი(ბატატი) - ბავშვთა კვების რაციონში საპატიო ადგილს იკავებს. თუმცა საქართველოში ნაკლებად მოიხმარენ, ალბათ იმიტომ რომ იშვიათად შეხვდებით მას მარკეტებში. მე როგორც კი წავაწყდი მაშინვე მოვათავსე კალათში და მოვამზადე კრემ-სუპი. ეს კერძი იდეალურია ბავშვებისთვის 2 წლამდე და არა მხოლოდ მათთვის. ტკბილი კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და სწორედ ამიტომ საკმაოდ კარგად დაანაყრებს თქვენს პატარას.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით ხახვი და სტაფილო. ქვაბში ჩაასხით 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი, 7 წუთის განმავლობაში მოთუშეთ სტაფილო და ხახვი. შემდეგ დაასხით 5 ჭიქა წყალი. ცალკე მოხარშეთ ტკბილი კარტოფილი, გაითვალისწინეთ რომ ის ბევრად სწრაფად იხარშება ვიდრე მაგალითად სტაფილო. როგორც კი კარტოფილი საკმარისად დარბილდება გადმოიტანეთ ის კარტოფილთან და ხახვთან ერთად და დააბლენდერეთ. მარილი გემოვნებით და წვნიანი მზად არის. თუ ოჯახის უფროსი წევრებისთვის ამზადებთ, ძალიან უხდება დაფქვილი წითელი წიწაკა. ჩაყარეთ წვნიანში გამომცხვარი პურის კუბები და ისიამოვნეთ.