თხელი პურის წასახემსებლები
flatbreads
ზაფხულში, როდესაც ყველა ვერიდებით მძიმე საჭმელებს, ასეთი წასახემსებელი ნამდვილი მისწრებაა! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეგობრები ერთად იკრიბებით. მოამზადეთ food4.ge-ს მიერ შემოთავაზებული ე.წ flatbread-ების 3 ვარიანტი და ჩართეთ თქვენი ფანტაზიაც. გახალისდით და გაუზიარეთ თქვენი გემრიელობები ყველას!
ინგრედიენტები
მარწყვი თხელ პურზე
მსხალი თხელ პურზე
პომიდორი თხელ პურზე
ტორტიას პურები:
მომზადება
გთავაზობთ თხელი პურის წასახემსებლების 3 ვარიანტს:
ღუმელი ჩართეთ მობრაწვის რეჟიმზე. გაითვალისწინეთ, რომ მომზადებას არ ჭირდება დიდი დრო. მთავარია ყველი გადნეს!
- ტორტიას პურზე მოაყარეთ მოცარელა და ფეტა და დაალაგეთ მარწყვის თხელი ნაჭრები. მოაყარეთ პიტნა, რომელიც ღუმელში ცოტა გახმება, მაგრამ დაუტოვებს სასიამოვნო არომატს. როდესაც ღუმელიდან გამოიღებთ, დაუმატეთ ახალი პიტნის ფოთლები.
- ლურჯი ყველი მოაყარეთ ტორტიას პურს და დაალაგეთ მსხლის თხელი ნაჭრები. შეგიძლიათ მოასხათ ოდნავ თაფლი, როდესაც გამოიღებთ ღუმელიდან.
- დაბოლოს, მინი პიცა! ტორტიას პურზე მოაყარეთ მოცარელა და დაალაგეთ პომიდორი! არ დაგავიწყდეთ ბაზილიკის ფოთლები, განსაკუთებულ არომატს აძლევს.
როგორ მოამზადოთ ,,ტორტია" სახლის პირობებში?
საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი; შემდეგ ხელით შეაზილეთ ზეითუნის ზეთ. ბოლოს კი თბილი წყლით მოზილეთ ვიდრე არ მიიღებთ ცომის ერთიან მასას. გადაიტანეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, დაჭერით 8 ნაწილად, თითოეულს გადააფარეთ ცელოფანი და დაასვენეთ 20 წუთი. გააბრტყელეთ ცომი და მიაღებინეთ მრგვალი ფორმა. გააცხელეთ დიდი ტაფა და გამოაცხვეთ ვიდრე ორივე მხარეს არ მიიღებთ ოქროსფერს. გადაიტანეთ მზა ფირფიტები თეფშზე და გადააფარეთ ნაჭერი, რომ დიდხანს შეინახოთ თბილად.
გაიხალისეთ შაბათი-კვირა მეგობრებთან ერთად!