ტრუფელი

16 ოქტ 2019 |

როცა მინდა ოჯახის წევრები ან მეგობრები სასიამოვნოდ გავაოცო ეს რეცეპტი მახსენდება! თან უცხოა, არაყოველდღიური, თან მარტივი და ისე დნება პირში რომ დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ, რომ თქვენ ეს შეძელით! საკმაოდ ნოყიერი და კალორიულია, ამიტომაც ავღნიშნე რომ ყოველდღიური არ არის, რადგან ძალიან მიჭირს გულგრილად ვუყურო თეფშზე. მოკლედ წარმოგიდგენთ ტრუფელებს, ძალიან უხდება ფინჯან ჩაის, ყავას, მეგობრებს და კარგი ამბების გაზიარებას!

ინგრედიენტები

ტრუფელის ცომი

ფრუფელის გაფორმება

მომზადება

კარაქი რამდენიმე საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, კარგად რომ დარბილდება გადაიტანეთ ჯამში. მე მას ხელით ვჭყლიტავ, რადგან ბოლოს ეს პროიცესი მაინც გარდაუვალია. დარბილებული კარაქის მასას დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, ისევ გააგრძელეთ ხელით შერევა, შემდეგ ჩაყარეთ ჯამში ფქვილი, ვანილი, სოდა და გემოვნებით მარილი - ერთი მწიკვი. ყველაფერი რომ კარგად შეერევა უნდა მიიღოთ პლასტელინის მსგავსი ცომი. ხელებზე არ უნდა გეწეპებოდეთ. ამასობაში ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე, ცომს მიეცით ბურთის, ოდნავ კონუსის მსგავსი ფორმები და მოათავსეთ თუნუქის ცივ ფირფიტებზე. გააჩერეთ ღუმელში 20-30 წუთი. მე ამ ინგრედიენტებით დაახლოებით 18 ცალი ტრუფელი გამომდის ხოლმე. სანამ ტრუფელები ცხვება, მოვამზადოთ მისი გასაფორმებელი ე.წ დრესინგი. გაშლილ თეფშზე დაყარეთ 4 ს/კ შაქარი და 3 ს/კ კაკაოს ფხვნილი და კარგად აურიეთ. ღუმელიდან გამოღებული ცხელი ტრუფელი კი მასში სათითაოდ ამოავლეთ, დაიხმარეთ სუფლის კოვზი, რომ ტრუფელს კაკაოსა და შაქრის ფხვნილი კარგად შეაყაროთ. ჯერ კიდევ თითქმის ცხელი ტრუფელის ზედაპირზე ის ადვილად მაგრდება.გადაიტანეთ ვანილის ტრიფელები კაკაოს ზედაპირით თეფზე და გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.