წითელი კომბოსტო ვაშლით
ყოველთვის აღტაცებაში მოვყავართ ისეთ რეცეპტებს, რომლებიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია და თავიდან ეჭვიც გვეპარება, რომ შეიძლება გემრიელი გამოვიდეს. ხოლო როგორც კი გასინჯვის დრო მოდის, არც კი გვჯერა, რომ აი მარტივმა ინგრედიენტებმა ასეთი გემოები მოგვცეს. ერთ-ერთი ასეთი კერძია წითელი კომბოსტო ვაშლთან ერთად, რომელიც, დაახლოებით, 1 საათში მზადდება.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში, დავჭრათ კომბოსტო გრძელ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაფნის ფოთლები, დარიჩინის ჩხირები, პილპილის მარცვლები, შაქარი და ვაშლის ძმარი. დავამატოთ წყალი ისე, რომ კომბოსტო ნახევრამდე დაიფაროს. დავახუროთ თავსახური და ვთუშოთ 30 წუთი. შემდეგ ასევე გრძლად დავჭრათ ვაშლი და ჩავამატოთ.
კვლავ დავახუროთ თავსახური, დავტოვოთ 20-30 წუთი და ჩვენი კერძი მზადაა.