წითელი კომბოსტოს სალათა ფეტასთან ერთად
მწვანილის მკვეთრ სურნელზე გაზაფხულის მოსვლას უკვე საბოლოოდ ვგრძნობ მეც და ჩემი გარშემომყოფებც! ამ სალათის მომზადების დროს პიტნის და კამის სურნელით მოჯადოვებულმა ნუცამ, რომელიც სტუმრად იყო ჩემთან, დიდი ინტერესით იკითხა, თუ რა კერძს ვამზადებდი და სიამოვნებით გავუმასპინძლდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომბოსტოს სალათით. თქვენც ისიამოვნეთ რეცეპტით და რაც მთავარია, გაზაფხულით❤️
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭერით კომბოსტო წვრილად გრძელ ფორმაზე. ტაფას მოასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. როდესაც ხახვი დარბილდება, მოაყარეთ კომბოსტო, მარილი და მაქსიმუმ ხუთი წუთი მოთუშეთ.
გადმოიტანეთ კომბოსტო სერვირების ჯამზე და მოაყარეთ კამა, პიტნა და ოხრახუში. ამ სალათის საიდუმლო სწორედ მწვანილშია! არ დაგავიწყდეთ ფეტა :)