წითელი ოსპის ქარი
ინგრედიენტები
მომზადება
მოვათავსოთ ჯამში ბრინჯი, დავამატოთ წყალი (ბრინჯის და წყლის პროპორცია 1:2) მარილი, პილპილი და ვხარშოთ 15 წთ.
გავახუროთ ქვაბი, ჩავამატოთ ქოქოსის ზეთი და მოვხრაკოთ ნიორი. ჩავამატოთ სუნელები: ჯანჯაფილი, კურკუმა, კვლიავი, ქინძი, წითელი წიწაკა, ქარის სუნელი, მარილი და სწრაფად მოვურიოთ, რომ არ დაიწვას.
დავუმატოთ წყალი, წინასწარ გარეცხილი ოსპი და პომიდორი. დავახუროთ და ვხარშორთ 20-25 წთ.
შემდეგ შევურიოთ ქოქოსის რძე, არაქისის კარაქი და ვადუღოთ 5-8წთ.
ბოლოს გადმოვდგათ გაზიდან და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი და მოვაწუროთ ლიმონის წვენი.
ამასობაში ბრინჯიც მოიხარშება და გადმოვიტანოთ სერვიერბის თასში.
უგემრიელესი ვეგანური კერძი მზადაა!