ციტრუსის სალათა
,,სუფრა" ვერ წარმოგვიდგენია სალათის გარეშე და რა თქმა უნდა რომანტიული ვახშმის მენიუში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გვიყვარს ხილის სალათებში გამოყენება და მით უმეტეს ციტრუსის, თავისი ლამაზი ფერებით! მოამზადეთ თქვენც და ისიამოვნეთ.
ინგრედიენტები
სოუსისთვის:
მომზადება
ციტრუსის სალათისთვის ჯერ მოვამზადოთ სოუსი: აღნიშნული ინგრედიენტები ერთად მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მუხუდო მოათავსეთ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე, მოასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ ღუმელში 10-15 წუთი. როდესაც მუხუდო შეიცვლის ფერს, გამოიღეთ და გააციეთ.
კარგად გარეცხილი და გამშრალი სალათის ფურცლები მოათავსეთ დიდ ჯამში, მოასხით სოუსი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ სალათა გადაიტანეთ სერვირების თეფშზე და მოათავსეთ დაჭრილი ავოკადო, ხახვი და ციტრუსი. არ დაგავიწყდეთ მოხალული მუხუდოს მოყრა :)
გემრიელად გააცილეთ ზამთარი!