წიწიბურა ქათმით და ბოსტნეულით

06 ნოე 2019 |

წიწიბურა - პროდუქტი, რომელიც თითქმის ყველას ყოველთვის აქვს სახლში, მითუმეტეს თუ ოჯახში ბავშვია. თუმცა ყველაზე ხშირად ის გარნირის ფუნქციას ასრულებს ან ფაფის. ამიტომ ახლა გთავაზობთ კერძს, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ოჯახური სადილების გამრავალფეროვნებაში. თან არ დაგვავიწყდეს, რომ წიწიბურა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. მდიდარია ამინომჟავებით და სისხლში არეგულირებს შაქარს.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით ხახვი, 1 ბულგარული წიწაკა (წითელი ან მწვანე), გახეხეთ 2 საშუალო ზომის სტაფილო. ყველა ეს ინგრედიენტი მოთუშეთ ქვაბში, საშუალო ცეცხლზე მცენარეულ ზეთთან ერთად. 2 წუთში დაამატეთ პატარა კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი. გემოვნებით შავი დაფქვილი წიწაკა და მარილი. გააჩერეთ ცეცხლზე 7 წუთი. შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში 1 ჭიქა გარეცხილი წიწიბურა. შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და ისევ გააჩერეთ ცეცხლზე 2-3 წუთი. ბოლოს ჩაასხით ქვაბში 2 ჭიქა წყალი, ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წიწიბურა არ მოიხარშება.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.