ცივი ჩიზქეიქი

თამთა ჩეჩელაშვილი

18 მაი 2020 |

food4.ge-ს INSTAGRAM-ზე ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და აღმოვაჩნეთ, რომ ჩვენი გამომწერების უმეტესობა ჩიზქეიქზე გიჟდება! დაემთხვა ისიც, რომ ზუსტად წინა დღეს ჩვენმა მომხმარებელმა, თამთა ჩეჩელაშვილმა გამოგვიგზავნა ცივი ჩიზქეიქის რეცეპტი. და როდის უნდა გავაზიაროთ ეს გემრიელობა თუ არა ახლა! ისიამოვნეთ და გამოგვიგზავნეთ თქვენი საყვარელი რეცეპტები.

ინგრედიენტები

მომზადება

ნაბიჯი 1. ორცხობილა კარგად დავფხვნათ და დავასხათ გამდნარი კარაქი, ისე რომ მისი კარგად დაფიქსირება შევძლოთ ნამცხვრის ფორმის ძირზე. გაბრტყელების შემდეგ, 15-20 წუთით გავაჩეროთ საყინულეში.


ნაბიჯი 2. ჭელატინს დავასხათ წყალი და დავაყოვნოთ მანამ, სანამ ვამზადებთ მასას.


ნაბიჯი 3. ამოგვყავს ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად. მასკარპონე კი გავთქვიფოთ ხელით ან მიქსენით შაქართან ერთად, რომ მივიღოთ კრემისებური მასა.ნაღები ნელ-ნელა შევურიოთ მასკარპონეს კრემს და დავამატოთ ვანილი, ლომინის ცედრა და ამავე ლომინის წვენი.

ნაბიჯი 4. წყალში გაღვივებული ჟელატინი დავადგათ ცეცხლზე და გავაცხელოთ, ისე რომ მთლიანად გალღვეს და თან არ ადუღდეს. ოდნავ შეგრულებული ჟელატინი ნელ-ნელა გავუროთ მიღებულ მასას და ჩავავასხათ უკვე ორცხობილით გამზადებულ ფორმაში და გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 3 სთ.


მასაში, ან/და უკვე გამზადებულ ჩიზქეიქს შეგვიძლია დავამატოთ სასურველი ხილი, სასურველი დიზაინით.


პს. არსებობს ამ რეცეპტის ვარიაცია, მასკარპონეს მაცვლად ხაჭოს გამოყენება, რაც ასევე ძალიან წარმატებულია!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.