ცხარე კრევეტები რეჰანის პესტოთი

11 ივნ 2020 |

მიყვარს როდესაც კერძების მომზადებაში ჩემი მეუღლეც იღებს ხოლმე მონაწილეობას. უფრო სახალისო ხდება ეს პროცესი და უფრო მეტი საინტერესო იდეა იბადება. ერთ-ერთი ბოლო ასეთი საერთო კერძი კრევეტების აპეტაიზერია. ზაფხულია და უცებ მოსამზადებელ წასახემსებლებს არაფერი ჯობია, მით უმეტეს თუ ეს კერძი საოცრად მდიდარია გემოებით.

ინგრედიენტები

წითელი რეჰანის პესტო

მომზადება

მოხარშეთ კრევეტები ადუღებულ წყალში და გააჩერეთ მანამ, სანამ კრევეტები არ გახდება ვარდისფერი. როგორც წესი 5-7 წუთი საკმარისია ხოლმე. ააცვით ბამბუკის ჯოხებზე და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.


მოამზადეთ რეჰანის პესტო - ინგრედიენტები ერთად მოათავსეთ ბლენდერში და რამდენიმე წამი დაატრიალეთ.

კრევეტებს გადაუსვით ჯერ აჯიკა ორივე მხარეს და სამზარეულოს ფუნჯით გადაანაწილეთ, შემდეგ მოასხით რეჰანის პესტო დ აისიც გაანაწილეთ.


ამის შემდეგ დიდ ტაფაში დაადნეთ კარაქი, მოათავსეთ როზმარინი, კამა, შუაზე გაჭრილი ნიორი და 4-ად დაჭრილი ნიორის ღერები. ამის შემდეგ მათ გვერდით მოუდეთ კრევეტები. მობრაწეთ 3-4 წუთი ორივე მხარეს. ბოლოს, მოთუშული მწვანილი ერთად შეკრიბეთ და მეტი არომატის მისაღებად კრევეტები ზემოდან მოათავსეთ 2 წუთი გააჩერეთ.


წვრილად დაჭერით მოთუშული ნიორი და ზემოდან მოაყარეთ კრევეტებს, არ დაგავიწყდეთ ლიმონის მოსხმა. ისიამოვნეთ!




© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.