ტუნას სალათა/სენდვიჩი

19 მაი 2020 |

ახალი ამოჩემება მაქვს - ტუნას სალათა/სენდვიჩი. ისეთი გემრიელია, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმაენეთს ვასწრებთ ვის შეხვდება ხოლმე უფრო მეტი :) არც კი გაიფიქროთ, რომ უარი თქვათ ამ უგემრიელესი კერძისგან მიღებულ სიამოვნებაზე. იმას ნამდვილად ვერ იტყვით, რომ რთულად მოსამზადებელი რეცეპტია. ასე რომ, წინ!

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭერით წვრილად ხახვი, პომიდორი და ქინძი. ჯამში ჯერ მოამზადეთ სოუსი: ძმარი, ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი. მარილი, პილპილი. მოაყარეთ ხახვი და ქინძი, შემდეგ აურიეთ პომიდორი და კიტრი და ბოლოს ტუნა! შეგიძლიათ მიირთვათ პურის გარეშე, ან გახუხულ ტოსტთან ერთად. სურვილისამებრ მიირთვით ავოკადოსთან ერთად. მეტი სიმწარისთვის დაუმატეთ მწარე წიწაკა.

ხომ მარტივია? და რა გემრიელი :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.