ვაფლი

14 სექ 2019 |

არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარს ვაფლი, განსაკუთრებით თუ ის სახლშია მომზადებული. მთავარია გქონდეთ სპეციალური აპარატი. ნუ გაგიკვირდებათ ის, რომ ვაფლში შაქარი ფაქტიურად არ გამოიყენება. როგორც წესი, ვაფლი და ,,ფენქეიქი" არაა ტკბილი. ამ უგემრიელესი საუზმის სიტკბო სიროფით ან თაფლით თავად უნდა განსაზღვროთ.

ვაფლის მომზადების პროცესი ძალიან სახალისოა... დაიხმარეთ ბავშვები! მე ანა ფოტოს გადაღების დროსაც დამეხმარა :)

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ვაფლის მოსამზადებელი აპარატი. პირველ რიგში გატეხეთ კვერცხი, ათქვიფეთ ხელით ან მიქსერით, დაუმატეთ ფქვილი, რძე, შაქარი, ვანილი, სოდა, ძმარი, ზეთი, მოურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვანი ცომის მასას.

წაუსვით ზეთი ვაფლის აპარატის იმ მხარეს, სადაც ცომი უნდა მოათავსოთ. დაასხით ცომი (თითო ჯერზე 1 ჭიქა) და გამოაცხვეთ.

მზა ვაფლს მოასხით ნეკერჩლის სიროფი ან თაფლი, მოაყარეთ საყვარელი ხილი ან მიირთვით ჯემთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.