ვალენტინობის სრული მენიუ

11 თებ 2020 |

ამ ვიდეოს ვუძღვნით ვალენტინობას! ვიცით, ბევრი სკეპტიკოსი ყავს ამ დღეს მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ჩავერთოთ საერთაშორისო დღესასწაულში და ცოტა გავხალისდეთ. გთავაზობთ 14 თებერვალს საყვარელი ადამიანისთვის მოსამზადებელ სრულ მენიუს: საუზმეს, სადილს და ბოლოს რა თქმა უნდა დესერტს. მარტივად და გემრიელად მოსამზადებელი კერძები გულგრილს არც თქვენ დაგტოვებთ და არც თქვენს მეორე ნახევარს.

ინგრედიენტები

საუზმე

სადილი

დესერტი

ტომატის სოუსი

მომზადება

საუზმე

გაითვალისწინეთ, რომ ვიდეოში 3 ერთეულს ვაკეთებ, თუმცა რეცეპტი და ინგრედიენტები 10-12 ცალზეა მოცემული.

პირველ რიგში გააბრტყელეთ პური, მოაჭერით კუთხეები (მაგარი ზედაპირი) აურიეთ ერთმანეთში ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი კრემ-ყველი (მსხვილ მარკეტებში იყიდება აწერია Cream cheese) და შაქრის პუდრა. ათქვიფეთ კვერცხი, ჩაამატეთ დარიჩინი, შეგიძლიათ ცოტა რძეც დაუმატოთ მეტი სიფაფუკისთვის, თუ გიყვართ ტკბილი საუზმე 3 სუფრის კოვზი შაქარიც დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ცალკე დაჭერით წვრილ კუბებად მარწყვი და აქაც, თუ გიყვართ სიტკბო, მოაყარეთ შაქარი.

დავიწყოთ აწყობა: პურის ნახევარზე წაუსვით კრემ ყველის მასა, ზემოდან მარწყვი და გადაახვიეთ, ეგრევე ამოავლეთ კვერცხში და შეწვით.

სერვირებისას გააფორმეთ სურვილისამებრ. შეგიძლიათ ზემოდანაც მოაყაროთ შაქრის პუდრა. (მე არ მიყვას ძალიან ტკბილი და თუ ჩემი დირექტივებით იმოქმედებთ, არ თქვათ სიტკბო აკლიაო, მე გაგაფრთხილეთ :))


სადილი - სპაგეტი ხორცის ბურთულებით

სპაგეტი ხორცის ბურთულებით მარტივად მოსამზადებელი სადილია.

ჯერ პატარა ჯამში აურიეთ რძე და საფანელი და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ. ამის შემდეგ შედარებით მოზრდილ ჯამში მოათავსეთ პარმეზანი, ოხრახუში, მარილი, კვერცხი და პილპილი და კარგად აურიეთ. დროა გატარებული ხორცი შეურიოთ ყველიან მასას და კარგად მოზილოთ. საფანელმა ამ დროს უკვე კარგადად შეიწოვა რძე და ხახვთან და ნიორთან ერთად მოათავსეთ ხორციან ჯამში და გააგრძელეთ მოზელა. ხორცი მზადაა. თქვენ შეგიძიათ მობრაწოთ ხორცის ბურთულები ღუმელში, ან ტაფაზე. გაამზადეთ პატარა ბურთულები (2 სუფრის კოვზი რომ გამოვიდეს), გაანაწილეთ ფუუქის ფოირფიტაზე და მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 20-25 წუთი გააჩერეთ ღუმელში. ტაფაზე თუ წვავთ იყავით ყურადღებით რომ ძალიან არ მიიწვას, ხშირად შეუცვალეთ გვერდები.

როდესაც ბურთულები მოიბრაწება მოათავსეთ ღრმა ტაფაში და მოასხით საყვარელი ტომატის სოუსი.


პარალელურად მოხარშეთ სპაგეტი 10-12 წუთი, გადაიტანეთ სერვირების თეშებზე და მოათავსეთ ზევიდან ხორცის ბურთულები სოუსან ერთად.


ტომატის სოუსი

საშუალო ზომის ქვაბში გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ ხახვი, ნიორი, ბეგქონდარა და თავშავა და დაახლოებით 4 წუთი გააჩერეთ ვიდრე არ დარბილდება. დაუმატეთ პომიდორი და 6-7 წუთი დაელოდეთ და ხშირად ურიეთ რომ არ მიიწვას. მიღებული მასა დააბლენდერეთ და თქვენი სოუსი მზადაა!


დესერტი

რძიანი შოკოლადის ფილა გაადნეთ ორთქლზე, მეტი სიპრიალისთვის ჩააგდეთ ერთი კუპი კარაქი. ოდნავ რომ გაგრილდება ამოავლეთ მასში ხილი, განსაკუთრებით უხდება მარწყვი და ყურძენი, თუმცა სურვილისამებრ შეგიძლიათ სხვა ხილიც გამოიყენოთ. დაალაგეღ შოკოლადიანი ხილი თუნუქის ფირფიტაზე, რომელზეც პერგამენტის ქაღალდი იქნება დაფენილი. გააშრეთ 1 საათის განმავლობაში. შედეგად მიიღებთ ლამაზ, გემრიელ და მარტივ დესერტს გასაკუთრებული დღეეებისთვის.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.