ვანილის ნამხვარი ქლიავით

14 სექ 2020 |

როცა სახლში სეზონური ხილი გაქვთ, არ დაკარგოთ დრო და მაქსიმალურად გამოიყენეთ ის. მენდეთ ტკბილ ნამცხვარს ქლიავის მჟავე არომატი განსაკუთრებით უხდება.

ინგრედიენტები

მომზადება

გამდნარი კარაქი შეურიეთ თბილ რძეში. ცალკე გათქვიფეთ კვერცხი ვანილის ექსტრაქტთან ერთად და გათქვეფის შემდეგ ჩაასხით რძეში. ამასობაში გაამზადეთ მშრალი ინგრედიენტები: შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი. მშრალი ინგრედიენტები ნელ-ნელა შეურიეთ სველ მასას. გამოსაცხობ ფორმას შეაშხაპუნეთ კანოლას ზეთი და ცომის ნახევარი ჩაასხით, შემდეგ მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი ქლიავები და ზემოდან გადაასხით დარჩენილი ცომი. ბოლოს ასევე შეგიძლიათ ქლიავით გააფორმოთ კექსის ზედაპირი. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.