ვაშლატამას ნამცხვარი
მოდით სეზონურ ხილს ახალი სიცოცხლე შევძინოთ დესერტში! ეს რეცეპტი არის უნივერსალური. შეგიძლიათ ვაშლატამას მაგივრად ნებისმიერი თქვენი საყვარელი ხილი გამოიყენოთ.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გაახურეთ გაზქურა 190 გრადუსზე. კარაქი დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათი, რომ კარგად დარბილდეს. შემდეგ გათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ შაქარი და თქვიფეთ 3-4 წუთი. დაამატეთ კვერცხი და ცალ-ცალკე გათქვიფეთ. ბოლოს აურიეთ ერთმანეთში მშრალი ინგრედიენტები და აურიეთ.
ბოლოს მოასხით კანოლა სპრეი-ზეთი საცხობ ფორმას. ჩაასხით ნამცხვრის მასა და ზემოდან დააწყვეთ ვაშლატამას ნაჭრები. ბოლო დეტალი მსხვილი ყავისფერი შაქარია, რომელიც უბრალოდ უნდა მოაყაროთ. საბოლოოდ ეს ინგრედიენტი თქვენს ნამცხვარს ხრაშუნა ზედაპირს მოუტანს.
გამოაცხვეთ ზუსტად 1 საათით.
მიირთვით გემრიელად!