ვაშლი ფხვიერი ცომით

11 ოქტ 2021 |

როგორც კი სიცივეები ახლოვდება, ჩემს სამზარეულოში მოწინავე ადგილს დარიჩინის სუნელი იკავებს. როდესაც საუბარია სიმყუდროვეზე, სითბოზე, კომფორტზე, ვფიქრობ დარიჩინით მომზადებული კერძები და სასმელები უკონკურენტოა. ამჯერად ამ სეზონისთვისთვის ყველაზე შესაფერისი ვაშლის დესერტი მინდა გაგიზიაროთ, რომელსაც შვრიის ფხვიერი ცომი საოცრად უხდება. ზოგადად ამ ცომს ბეევრი კარაქით ამზადებენ, თუმცა მე სხვა ალტერნატივას გთავაზობთ - ქოქოსის ზეთს! რომელიც კიდევ უფრო მდიდარ არომატს მისცემს ვაშლის დესერტს. თავად ვაშლი კი ისეთი გემრიელად ჩაითუშება კარამელისებურ სოუსში, რომ ჯერ მისი სურნელი დაგატყვევებთ და შემდეგ გემო.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

მომზადება

დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებათ. მოათავსეთ ღრმა ჯამში და მოაყარეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები. კარგად აურიეთ ერთმანეთს და მოათავსეთ საცხობ ფორმაში.


ცომის მომზადების წესიც უმარტივესია - მოათავსეთ ინგრედიენტები ერთად და შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ ეს მასა გადაანაწილეთ ვაშლის ზედაპირზე.


გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი.


მიირთვით ნაყინთან ან ნაყინის გარეშე ❤️

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.