ვაშლის ,,ფენქეიქები"

01 დეკ 2019 |

როდესაც სახლში ბავშვები გყავს, ჩემი ფანტაზია მაქსიმალურადაა მიმართული მათი მენიუს მრავალფეროვნებაზე. მრავალფეროვანთან ერთად კერძები აუცილებელია იყოს გემრიელი და ჯანსაღი. რადგან ჩემი შვილები ვაშლის ფანები არ არიან, გამოსავალი მოვძებნე და ეს ვიტამინებით მდიდარი ხილი მათ ,,ფენქეიქებში" შევაპარე და სხვათაშორის ეს ცდა წარმატებული აღმოჩნდა. სიამოვნებით მიირთვეს და სხვათაშორის დამატებაც მოითხოვეს. მაგრამ გამოგიტყდებით, მარტო პატარებმა კი არა, ფაფუკი ,,ფენქეიქები" დიდებმაც სიამოვნებით მივირთვით!

ინგრედიენტები

მომზადება

ფენქეიქების მოსამზადებლად აიღეთ ორი საშუალო ზომის ჯამი. ჯერ აურიეთ მშრალი ინგრეიდენტები: ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, ოდნავ მარილი, შაქარი და ვანილი. მეორე ჯამში კი მოათავსეთ კვერცხი, კარაქი, რძე, ვაშლის პიურე, ძმარი და კარგად შეათქვიფეთ ერთმანეთს. ამის შემდეგ სველი და მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ და ვიდრე გამოცხობას შეუდგებით, 5-10 წუთი დაასვენეთ.

საშუალო ზომის ტაფა დადგით საშალო ცეცხლზე, სურვილისამებრ შეგიძიათ მოუსვათ ზეთი ან კარაქი. პირადად მე ერთი ფენქეიქისთვის 2 ს/კ ცომს ვათავსებ ტაფის შუაგულში. როდესაც ბუშტები გაჩნდება ზედაპირზე, დროა რომ გადმოატრიალოთ მეორე მხარეს. საშუალოზე დაბალ ცეცხლზე ფენქეიქის თითო მხარეს 2 წუთზე მეტს არ ვაჩერებ ტაფაზე.

მიირთვით წვრილად დაჭრილ ვაშლთან ერთად და გემოვნების მიხედვით მოასხით თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.