ვაშლის გალეტი ჯინჯერით

19 თებ 2021 |

ეს კვირა ისე დაემთხვა, რომ ხშირად ვამზადებთ ნამცხვრებს... ეტყობა ამინდმა იმოქმედა. თქვენი დამოკიდებულება ჩვენი დესერტების მიმართ კარგად ვიცით, ამიტომ დარწმუნებულები ვართ ეს ფაქტი მხოლოდ გახარებთ.

ამჯერად უკვე მზა ნახევრად ფენოვანი ცომი გამოვიყენეთ და ვაშლთან ერთად გამოვაცხვეთ, რომელსაც ლიმონის და ჯინჯერის არომატები კიდევ უფრო მდიდარ გემოს აძლევს. რეცეპტი რამდენადაც მარტივია, იმდენად გემრიელია!

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და მოათავსეთ თუნუქის საცხობ ფირფიტაზე.


ამის შემდეგ, დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად და მოათავსეთ ღრმა ჯამში. პატარა ჯამში დაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ შაქარი და გახეხილი ჯინჯერი; კარგად აურიეთ და მოასხით ვაშლს. გადაიტანეთ ხილი ფენოვან ცომზე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთი.


გირჩევთ მიირთვათ ვიდრე თბილია :)


პ.ს ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ჩვენს instagram-ს ან facebook-ს!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.