ვაშლის ქრემბლი
არომატული, ფხვიერი, წვნიანი და ძალიან გემრიელი - ჩემთვის ეს არის ვაშლის ქრემბლი. არასოდეს მეზარება მისი მომზადება, არ მჭირდება დიდი დრო და რაიმე განსაკუთრებული ინგრედიენტები.
ინგრედიენტები
ვაშლის ხილ-ფაფა
ქრემბლი
მომზადება
1.პირველ რიგში ვამზადებთ ვაშლის ხილ-ფაფას. გათლილ და კუბებად დაჭრილ ვაშლს ვამატებთ დარიჩინს, ვანილს, შაქარს და ძალიან ცოტა წყალს. თავდახურულ ქვაბში გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე15-20 წუთი. სანამ ვაშლი ცოტა არ დარბილდება.
2. პარალელურად ვამზადებთ ქრემბლის, ჯამში ვურევთ ფქვილს, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს, ყავისფერ შაქარს და შვრიის ფანტელს.
3. ვაშლის ხილ-ფაფა გადმოგვაქვს ცეცხლგამძლე თასზე ან თუჯის ქვაბში, ზემოდან ვაყრით ქიშმიშს, ლიმონის ცედრას, წვენს და გადაანაწილეთ მომზადებული ქრემბლი. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 30 წუთი.