ვაშლის მარტივი ნამცხვარი
ეკა კაველიძე
ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის ნამცხვრები საოცარ სიმყუდროვეს ქმნის სახლში. მარტო ვაშლის და დარიჩინის სურნელი რომ დატრიალდება - ყველა ბედნიერია, გემოზე უკვე აღარაფერს ვლაპარაკობთ. მადლობა ამ გემირელი რეცეპტისთვის ეკა კაველიძეს! დარწმუნებული ვართ, ბევრი მოამზადებს მის ვაშლის ნამცხვარს.
ინგრედიენტები
მომზადება
3 კვერცხი და 1 ჭიქა (200 გრ) შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 100 გრ ზეთი, ცოტა დარიჩინი და 1 ს/კ ციტრუსის ცედრ. ამ მასას კარგად ავურევთ და ბოლოს ვამატებთ 1 ჭიქა ფქვილს.
ამასობაში, კანც ვაცლით და ერთნაირი ზომის კუბიკებად ვჭრით 5 ცალ პატარა ვაშლს. საცხობ ფორმას მოვუსვათ ცხიმი ან მივაფრქვიოთ კანოლას სპრეი, თანაბრად გადავანაწილოთ დაჭრილი ვაშლი, ზემოდან კი გადავასხათ ცომი.
ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 30-40 წთ.
სულ ესაა :) ძალიან უხდება 1 ბურთულა ვანილის ნაყინიც <3 გემრიელად მიირთვით.