ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით
ეს იმ დღეებთაგანია, როდესაც არ გინდა სახლიდან გასვლა... ერთადერთი რაზეც გეფიქრება არის ვაშლის ნამცხვარი და ჩაი; ხოდა მეც შევუდექი მზადებას. ერთი საათი და მთელი სახლი დარიჩინის და ვაშლის გამაბრუებელ სურნელში გაეხვა... და ვხედავ, რომ სხვადახვა ოთახში გაკრეფილი ოჯახის წევრები უცებ სამზარეულოში გაჩდნენ - ხედავთ რამდენი რამე შეუძლია ამ ერთ უპრეტენზიო ნამცხვარს?! :)
ინგრედიენტები
მომზადება
ვაშლის ნამცხვრის მზადებას ვიწყებთ მშრალი ინგრედიენტების არევით: ფქვილი, ვანილი, გამაფხვიერებელი, მარილი და დარიჩინი.
მეორე ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, კეფირი, და ბოლოს შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები.
პატარა ჯამში დაჭერით კუბებად ვაშლი, მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი და აურიეთ.
მოასხით კანოლას სპრეი საცხობ ფორმას და ნახევარი ცომი გაანაწილეთ. შემდეგ მოაყარეთ ვაშლი და ზემოდან ალაგ-ალად გადაუსვით დარჩენილი ცომი.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 40-45 წუთი. მიირთვით ჩაისთან ერთად !