ვეგანური ორცხობილა
ვეგანური არ ნიშნავს უგემურს! ეს ორცხობილები ძალიან გემრიელია, თან იდეალურია მათთვის ვისაც ალერგია აქვს თაფლზე ან არ სურს კარაქზე დამზადებული ტკბილეულის მიღება.
ინგრედიენტები
მომზადება
თაფლის ნაცვლად ვიყენებთ ნებისმიერი მურაბის სიროფს. აუცილებლად გექნებათ გემრიელი მურაბის სიროფი შემორჩენილი, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რისი მურაბაა. აურიეთ ჯამში სუფრის კოვზის ინგრედიენტები: მურაბის სიროფი, წყალი, მცენარეული ზეთი და შაქარი. კარგად შერევის შემდეგ ჩაამატეთ სოდა და ძმარი. შემდეგ კი ფქვილი და ვანილი. ბოლოს ცომს შეურიეთ დატეხილი თხილი. ცომი ხელებზე უნდა გეწეპებოდეთ ამიტომ მისი დამრგვალებისას გამოიყენეთ ზეთი. ხელები ოდნავ ზეთით დაისველეთ ან ცოტა ფქვილი დაიხმარეთ. გაითვალისწინეთ მურაბის სიროფის ფერზეა დამოკიდებული თქვენი ცომის ფერიც. ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ ალუბლის მურაბის სიროფით მომზადებული მასა უფრო მუქი ფერის გამოვა ვიდრე თეთრი ბლის. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ.