ვეგეტარიანული ქიში კვერცხით
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩვენს გამომწერებს ქიშის რეცეპტს ვთვაზობთ, მაგრამ ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როდესაც უკვე მზა ქიშის ცომს ვიყენებთ ამ კერძის მოსამზადებლად. ეს საქმეს ბევრად გაგიმარტივებთ და ქიშიც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ ქიში კვერცხთან და ბოსტნეულთან ერთად მთელ ოჯახს გააერთიანებს.
ინგრედიენტები
მომზადება
ქიშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ღვეზელის ფორმა. ცომი მოათავსეთ ფორმაში, გადაანაწილეთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ.
პარალელურად ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და ნაღები, ისპანახი და მარილი და პილპილი გემოვნებით.
როდესაც ქიშის ცომი შეიცვლის ფერს და გახდება ოქროსფერი, გამოიღეთ და მოათავსეთ კვერცხის მასა. დაუმატეთ პომიდორი და ყველი. შედგით ისევ ღუმელში და დაელოდეთ 30 წუთი ვიდრე კვერცხი ბოლომდე არ გამოცხვება.
მიირთვით გემრიელად საყვარელ ადამიანებთან ერთად!