ზამბარა კარტოფილები

14 ნოე 2019 |

ეს კერძი ბავშვობაში მაბრუნებს და მიხარია, რომ ჩემი შვილის საყვარელი საჭმელიც არის. ერთი შეხედვით შემწვარი კარტოფილი გეგონებათ ხორცით, თუმცა ეს ასე არ არის! ზამბარა კარტოფილები, რომელსაც მე ჩემი "ჯადოსნური ჯოხით" ვამზადებ, ყოველთვის აოცებს ჩემს სტუმრებს, რადგან ამ კერძის გარეშე წვეულება არ ჩაივლის. რაც შეეხება ჯოხს, რომლის დახმარებითაც კარტოფილს ზამბარის ფორმებს ვაძლევ, ის ეჭვი მაქვს ბევრს გაქვთ სახლში, ან თუ არ გაქვთ სამომავლოდ გაითვალისიწინეთ, რომ თუ სადმე წააწყდებით ძალიან გამოგადგებათ. კერძი გამოდის ძალიან სახალისო ბავშვებისთვის და თან ძალიან უცხო.

ინგრედიენტები

მომზადება

დაჭრილი ან გატარებული ხახვი და ოხრახუში შურიეთ საქონლის ფარშს. დაამატეთ მარილი გემოვნებით. შეზავებული ხორცი მოათავსეთ კარტოფილის შუაში გაკეთებულ ღრმულშ, როგორ ეს ვიდეოშია. ხორციანი კარტოფილის ბურთები შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე ან ღუმელში. ამისთვის ღუმელი 200 გრადუსზე უნდა გაახუროთ. ხოლო გამოსაცხობ ფირფიტაზე მოასხით 2 ს/კ მცენარეული ზეთი. ცალკე შეწვით ზამბარა კარტოფილები. ბოლოს კი თეფშე ერთად მოათავსეთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.