ჟოლოს მუსი

05 ივლ 2021 |

მსუბუქი, ნაკლებად ტკბილი და საოცრად არომატული დესერტი დილის განწყობას ნამდვილად შეგიქმნით. დამიჯერეთ, ამ ჟოლოს მუსს გემოს რომ გაუსინჯავთ, არ მგონია შეძლოთ თავის შეკავება და ერთ ლუკმაზე შეჩერება; თუმცა მე გემოსთან ერთად, მისი ნაზი ფერი მხიბლავს და უკვე კარგ ხასიათზე მაყენებს. შეგიძლიათ ჟოლო ჩაანაცვლოთ ნებისმიერი სხვა სეზონური ხილით: ატამი, მოცვი, მარწყვი...და მეტი ფერადოვნება შეიტანოთ მუსის მომზადების დროს.

ინგრედიენტები

მომზადება

მუსის მომზადებას ვიწყებთ ჟოლოს სოუსით: მოათავსეთ ჟოლო პატარა ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე პერიოდულად მოურიეთ ვიდრე შაქარი არ დადნება. პარალელურად, ჟელატინი 2-3 ს/კ წყალში ჩაალბეთ 5 წუთი და როდესაც ამოფუვდება ჩაამატეთ ჟოლოს ქვაბში და ადუღებამდე მიიყვანეთ (არ აადუღოთ!!!).

ამის შემდეგ ჟოლოს მასა გაცერით, თესლისგან რომ გათავისუფლდეს და ცოტა ხანი დაელოდეთ რომ გაცივდეს. გაციებულ სოუსს მოასხით ნაღები და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ჭიქებში და დაუმატეთ მთიანი ჟოლოები ან ჭიქაში, ან ზედაპირზე მორთთეთ, თქვენ როგორც მოგეწონებათ. 2-3 საათი გააჩერეთ მაცივარში (თუ წინა ღამით გააკეთებთ უფრო უკეთესი) და გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.