ანანასის სალსა ქათმით

02 მარ 2020 |

სუპერმარკეტში ბოლო ვიზიტის დროს ჩემმა შვილმა ანამ, ანანასზე გაიწია (ვიზუალურად მოსწონს მხოლოდ ბუნებრივია) და იმ დროს, როცა სხვა რამეზე უნდა გადამეტანა მისი ყურადღება მივხვდი, რომ - არა! ანანასი ნამდვილად მჭირდებოდა. მანგოს სალსას შემდეგ დამიჯერეთ, არანაკლებ აღფრთოვანებაში მოგიყვანთ ანანასის სალსა. იმდენად მარტივად მოსამზადებელი და საბოლოოდ იმდენად გემრიელია, რომ ცოტა ეჭვი გეპარება ამ ერთის მხრივ მარტივი ინგრედიენტების ჯადოსნობის.

ინგრედიენტები

ანანასის სალსასთვის:

ქათმისთვის:

მომზადება

ანანასის სალსა ძალიან მარტივად მზადდება, მთავარია ინგრედიენტები დაჭრათ წვრილად, ლიმონი მოაწუროთ და აურიოთ. ის შეგიძიათ მიირთვათ ტაკოს მომზადების დროს და რაც მთავარია გამოიყენოთ გარნირად. ძალიან უხდება ორაგულს და ქათამს. ამ შემთხვევაში მე ანანასის სალსა ქათმის ტაკოებისთვის გამოვიყენე. მოამზადეთ თქვენც და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.