ავოკადოს ტოსტი

12 სექ 2019 |

ამერიკელების საყვარელი საუზმე - ავოკადოს ტოსტი! ესაა ჯანმრთელი, გემრიელი და ძალიან ძალიან მარტივად მოსამზადებელი კერძი. პრინციპში ეს ისეთი კერძია, რომლის მირთმევაც არასდროსაა გვიან. მარტივად რომ ვთქვათ, ავოკადოს ტოსტი გადაჭრის თქვენს პრობლემას -,, რაღაც მინდა და არ ვიცი რა”. 

ინგრედიენტები

მომზადება

ესაა რეცეპტი ულიმიტო შესაძლებლობებით. ყველაზე მარტივით რომ დავიწყოთ: პირველ რიგში კარგად გავხუხოთ პური. შემდეგ ჩანგლით დავჭყლიტოთ ავოკადო მოვასხათ ლაიმის წვენი. მიღებული მასა კარაქივით გადავუსვათ გახუხულ პურს. ავოკადოს ტოსტს გაფორმებისთვის მოვაყაროთ ქინძი, წიწაკის ფანტელები და მარილი გემოვნებით.


ავოკადოს ტოსტის ,,ულიმიტო შესაძლებლობებში” კი ვგულისხმობ იმას, რომ შეგიძლიათ ტოსტს დაუმატოთ კვერცხი(მოხარშული/შემწვარი), სალმონი, პომიდორი, სალათის ფურცლები, ბეკონი, ლობიოს მარცვლები და ა.შ მოკლედ, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.