ავოკადოს ტოსტი ქათმის ხორცით
food4.ge-ს ძალიან უყვარს ავოკადოს ტოსტები, ამიტომ არასდროს გვბეზრდება ის. ახალ-ახალი რეცეპტების აღმოჩენა კი ჩვენი მთავარი საქმეა. ზაფხულსაც უხდება მსუბუქი და მარტივად მოსამზადებელი საუზმე ან ლანჩი. თუმცა ტოსტი მაინც ყევლა სეზონზე იდეალური წასახემსებელია.
ინგრედიენტები
მომზადება
დაჭყლიტეთ ნახევარი ავოკადო, მეორე ნახევარი შეინახეთ გასაფორმებლად. ავოკადოს დაუმატეთ მდოგვი, მაწონი და 1 ლიმონის წვენი. ამ ინგრედიენტებს კარგად რომ შეურევთ დაამატეთ წვრილად დაკეპილი მოხარშული ქათმის ხორცი, წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ქინძი და მწვანე ხახვი. მიღებული მასა მოათავსეთ თქვენთვის სასურველ პურის ნაჭრებზე და ბოლოს მოაწყვეთ დაჭრილი ავოკადო.