ბადრიჯნის მინი პიცა
პიცაზე რას იტყვით? არა, არა, იმ პიცაზე არა, ჩვენ რომ ვიცით... ბადრიჯნის მინი პიცაზე მაქვს საუბარი. წარმოიდგინეთ, მიირთმევთ პიცას თვითგვემის გარეშე, რომ მეორე დღეს რამდენიმე გრამით ან კილოგრამით ზედმეტი არ გაიღვიძებთ. ჯანმრთელი ბედნიერება - მოდით, ასე ვუწოდოთ ამ ორიგინალურ კერძს. მოასწარით სანამ სეზონია! ბადრიჯანი ყოველთვის კარგი იდეაა, ხომ მეთანხმებით?
ინგრედიენტები
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ ფორმებად. იმ შემთხვევაში, თუ ბადრიჯანი საკმარისი სისქის არაა, გაჭერით შუაზე და სიგრძეში დაჭერით. ფუნჯით (ან ხელით) მოუსვით ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და შედგით ღუმელში 15-20 წუთი სანამ არ დარბილდება და მოყავისფრო ფერს არ მიიღებს.
მას შემდეგ რაც ბადრიჯანი გამზადდება, წაუსვით პომიდვრის სოუსი, მოაყარეთ ნიორი, წიწაკის ფანტელები და ბოლოს ზემოდან მოათავსეთ მოცარელა.
დააბრუნეთ თუნუქის ფირფიტა გახურებულ ღუმელში და დაელოდეთ სანამ ყველი არ დადნება.
ღუმელიდან გამოღებულ ბადრიჯნის პიცას მოაყარეთ როზმარინი და ისიამოვნეთ! პ.ს მე ოდნავ ბალზამიკოც მოვასხი, უხდება :)