ბანანის და ყავის სმუსი

02 ნოე 2020 |

თუ დილა ყავის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, თუმცა უფრო ჯანსაღ საუზმეზე გსურთ არჩევანის გაკეთება ეს სმუსი იდეალური გამოსავალია. არის ბლანტი ტექსტურის სმუსი, რომელიც არის საოცრად გემრიელი, ზომიერად ტკბილი და გამაგრილებელი ეფექტით. გაიხალისეთ დილა!

ინგრედიენტები

მომზადება

ბანანი წინა დღეს შედეთ მაცივარში ან საყინულეში. დილით მოათავსეთ ბლენდერში.დაასხით თაფლი, რძე და ცხელი ხსნადი ყავა, რომელიც თქვენ გსურთ. ეს შესაძლოა იყოს აპარატის ამერიკანო ან ესპრესოც. დააბლენდერეთ და სმუსი მზად არის. ამ ინგრედიენტებით გამოდის 2 ჭიქა.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.