ბანანის კექსი

27 თებ 2020 |

ხშირად გიფიქრიათ ალბათ რა უყოთ დარბილებულ ბანანს?! გირჩევთ მოამზადოთ ბანანის კექსი. ბანანი ისედაც ტკბილს გახდის თქვენს დესერტს, მეტი სიტკბოსთვის კი შაქარი თაფლით ჩაანაცვლეთ. თაფლი ჩემთვის შეუცვლელია :)

ინგრედიენტები

მომზადება

აიღეთ სამი მწიფე ბანანი და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ ჯამში. დაამატეთ 2 კვერცხი და კარგად აურიეთ. შემდეგ მაწონი და თაფლი შეურიეთ კარგად. ბოლოს კი ფქვილი, საცხობი სოდა და გამაფხვიერებელი. ცომის მასა მოათავსეთ მაფინების ან კექსის ნებისმიერ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.