ბანანის პური
ამერიკელები ერთხმად ამბობენ - ,,ჩვენ ყველას გვიყვარს ბანანის პური!" ესაა პური, რომელსაც ძალიან მარტივად, საფუარის გარეშე ამზადებენ და მართლაც, ამერიკელების ფავორიტია! ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბანანის პურს აქვს ნამცხვრის გემო. არა! ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პური, რომელსაც ბანანის პიკანტური გემო დაკრავს. განსაკუთრებით უყვართ მისი მირთმევა საუზმეზე, მიწისთხილის, ნუშის ან ჩვეულებრივ კარაქთან ერთად. მენდეთ, ბანანის პური ერთხელ თუ შეგიყვარდათ, რთულია მისგან თავის დაღწევა!
ინგრედიენტები
მომზადება
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსსზე.
გაფცქვენით ბანანი და კარგად დაჭყლიტეთ. მოათავსეთ ბანანი მიქსერის ჯამში და დაუმატეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები. 1 წუთი ყველაფერი კარგად აურიეთ მიქსერით. მოათავსეთ ბანანის პურის ცომი საცხობ ჯამში, ერთი ბანანი გაჭერით შუაზე და ცალცალე ზემოდან დაადეთ ცომს. გააჩერეთ ღუმელში 30-35 წუთი და თქვენი ბანანის პური მზადაა! მე პირადად ჯემთან ერთად ყველაზე ძალიან მიყვარს.
პ.ს გაითვალისწინეთ, რომ ბანანის პური აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში, რადგან ბანანი მალე იწყებს ლპობას.