ბებოს პასკა
ინგრედიენტები
მომზადება
გაითვალისწინეთ, რომ პასკის ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და მაღალი ხარისხის. ცომის მოზელის დროს ოთახში უნდა იყოს სითბო.
ამ რეცეპტით გამოდის 6 ცალი 200 გრამიანი ფორმის პასკა.
წინა დღეს არაყში ვაყენებთ სუნელებს.
ცხობის დროს პირველ რიგში ვამზადებთ საფუარის მასას:
1 ჭიქა თბილ რძეში ვყრით 2 ს/კ საფუარს, 1 კოვზ შაქარს და ფქვილს (იმ რაოდენობას ვაკლებთ, რაც გვაქვს გამზადებული), კარგად ვურევთ თხელი არაჟნის სისქე რომ მივიღოთ. ზემოდან გადავაფარებთ სამზარეულოს ცელოფანს ან ვახურავთ თავსახურს და თბილ ადგილას ვაჩერებთ. მალე ამოვა საფუარი და უკეთესია ჩააგდოთ და ისევ ამოაფუოთ მეორედ.
პარალელურად: კვერცხის ცილას და გულს ვაცალკევებთ ერთმანეთისგან. გულებისგან და შაქრისგან ვამზადებთ გოგლი-მოგლს (გათეთრებამდე მიგყვავს), ცილისგან კი ვიღებთ მყარ მასას. ვამატებთ მარილსაც.
გოგლი-მოგლს ვხსნით ცხელ რძეში(არა ადუღებულ), ასევე ვურევთ საფუარს და ბოლოს ცილას. ხელზე ცოტა ზეთს ვინაწილებთ ნელ-ნელა შევაზელთ ფქვილს, თუკი ხვდებით, რომ საკმარისი სისქეა, აღარ შეურიოთ ფქვილი. სქელი ცომი არ უნდა გამოგივიდეთ.
ვაჩერებთ თბილ ადგილას და ველოდებით მინიმუმ 2 საათი ამოფუებასზ
ამოფუებულ ცომს ამჯერად კარაქით გადავზელთ, დავამატებთ ცუკატებს ან ქიშმიშს და ველოდებით მეორედ ამოფუებას 2 საათი.
ჩავზილოთ მეორედ ამოფუებული ცომი და გადავანაწილოთ ფორმებში. ნახევრამდე უნდა შეივსოს პასკის ფორმა ცომით. კიდევ ველოდებით 1 -დან 2 საათამდე ამოფუებას და ამის შემდეგ კონვექციის რეჟიმზე 160-170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხობთ დაახლოებით 50 წუთი. ბოლო 15 წუთი 150 გრადუსამდე ვუწევთ ტემპერატურას. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია და ყურადღება მიაქციეთ რომ სწორ ტემპერატურაზე დააყენოთ და არ მოგებრაწოთ პასკა ან პირიქით.
რაც უფრო დიდი ზომისაა პასკა, ყურადღება მიაქციეთ რომ გული კარგად გამოუცხვეს, საშუალო და პატარა პასკები შედარებით მარტივად ცხვება.
წარმატებებს გისურვებთ!
ბედნიერი აღდგომა!
