ბრუსკეტა

17 სექ 2019 |

მას შემდეგ, რაც საკუთარი ხელით გაკეთებულ ბრუსკეტას გემო გავუსინჯე, პირველი რაც ვიკითხე იყო - ,,სად ვიყავი აქამდე?" იტალიური წარმოშობის ეს უგემრიელესი აპეტაიზერი XV საუკუნით თარიღდება. გადმოცემის მიხედვით, ძველი რომაელები ახლადგამოწურულ ზეითუნის ზეთს პურში ალბობდნენ და ასე უსინჯავდნენ ზეთს გემოს. შემდეგ ზეითუნის ზეთით გაჟღენთლ გახუხულ პურს ზემოდან ბაზილიკის, ნივრის და პომიდორის მიქსი დაემატა და ასე გაჩნდა - ბრუსკეტა! მეტს აღარ გავაგრძელებ, შედეგი თავად შეაფასეთ!

ინგრედიენტები

მომზადება

ბრუსკეტას მომზადებას ვიწყებ პომიდვრით: დიდ ჯამში ვურევ პომიდორს, ბაზილიკს, ნიორს, ბალზამიკოს, მარილს და დაახლოებით 30 წუთი ველოდები, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაჯერდეს.

ამასობაში ვაცხელებ ტაფას და ცოტა ზეთში ვხალავ ორ კბილ ნიორს, თხლად დაჭრილს.

რაც შეეხება პურის ნაჭრებს! ვახურებ ღუმელს 180 გრადუსსზე და დაახლოებით 10-15 წუთი პურს ორივე მხარეს ვხუხავ. გახუხულ პურს ფუნჯით ვუსვამ ზეითუნის ზეთს, ვანაწილებ მოხალულ ნიორს და ბოლოს დამარინადებულ პომიდორს. bon appétit !

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.