ჭარხლის წვნიანი

12 სექ 2019 |

რამდნეიმე წლის წინ ე.წ ,,ბორშჩის” მომზადების დროს მივხვდი, რომ ჩემს წვნიანში კომბოსტო სრულიად ზედმეტი იქნებოდა.

ასეც მოვიქეცი. ოჯახის წევრებისთვის არაფერი მითქვამს.

ცოტა ხანში კი მესმის კომპლიმენტები, რომ ეს კონკრეტული წვნიანი განსხვავებული გემოთი გამოირჩეოდა…

თუმცა, ვერავინ მიხვდა მთავარ საიდუმლოს.

მას შემდეგ ოჯახში სულ ,,ჩემებურ ბორშს” ვამზადებ და სხვანაირად უკვე ვეღარც წარმოგვიდგენია.

ინგრედიენტები

მომზადება

საშუალო ზომის ქვაბში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ ჯერ ხახვი, სტაფილო, წიწაკა, ჭარხალი და კარგად მოთუშეთ.

პარალელურად აადუღეთ 1 ლიტრი წყალი. კარტოფილი დაჭერით საშუალო კუბებად და ჩაყარეთ ქვაბში ბოსტნეულთან ერთად. დაასხით ადუღებული წყალი და დაელოდეთ ვიდრე კარტოფილი არ მოიხარშება. დაამატეთ მარილი.

გადმოიღეთ ჯამებში და მოაყარეთ მწვანილი. ხომ გემირელია?

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.